• „თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას“ - ჟორჟ ლემეტრი.
      • „თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას“ - ჟორჟ ლემეტრი.

      • 01.02.2024 08:29
      • ✅ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? ან საით მივდივართ? ეს ის კითხვებია რომელიც აწუხებთ და აინტერესებთ ჩვენს მოსწავლეებს. ვინ თუ არა ჩვენ?! ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ამ კითხვებს და თან დასაბუთებული და არგუმენტირებული.
        📍სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით სამი მოსაზრებაა გავრცელებული: მითოლოგიური, რელიგიური და მეცნიერული.
        📍სამივე განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო.
        „თანამედროვე მეცნიერება არ ეწინააღმდეგება რწმენას“ - ჟორჟ ლემეტრი.
        1. დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქვეყანაი .. (ისტორიის პედაგოგი: ი. ქეთელაური)
        2. სამყაროს წარმოქმნის ისტორიული მოდელი (ფიზიკა/მათემატიკოსი: ი. ლორია)
        3. მითოლოგია სამყაროს წარმოშობის შესახებ (ისტორიის პედაგოგი: ი. ქეთელაური)
        📝ამ თემას გამოეხმაურნენ სკოლის პედაგოგები, რომელებმაც დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სალექციო კურსი, რომელშიც მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.ისტორიის პედაგოგმა 🧑‍🏫ი.ქეთელაურმა ისაუბრა ისტორიული და მითოლოგიური კუთხით, ხოლო 9-კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის 👩‍🏫პედაგოგ ი.ლორიასთან ერთად ყურადღება გაამახვილეს სამყაროს წარმოშობის და განვითარების მეცნიერულ თეორიებზე. ✅მათ მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, დაახარისხეს და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
        🎓დღეს ბევრად მეტი ინფორმაცი გვაქვს და რაც მთავარია აღმოჩენილია მთავარი ინსტრუმენტი--ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი პროგრესის მთავარი ფორმულაა,ამიტომ მოსწავლეებმა განიხილეს-ც ე რ ნ ი ს ლაბორატორიის დანიშნულება და ამ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევები და ექსპერიმენტები,იმსჯელეს თუ,რაოდენ მნიშვნელოვანია ახალი აღმოჩენები დღევანელი სამყაროსთვის.
        ✅ყოველივე ეს სასწავლო პროცესს ხდის მრავალფეროვანს და საინტერესოს.
      • უკან არტიკლების სიაში