
სკოლა „ერუდიტის“ დირექციის ინიციატივით სკოლას ესტუმრა, გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი, გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშორისო გაერთიანების ეროვნული კომიტეტის მდივანი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქალბატონი ნინო წერეთელი.

შეხვედრაზე სტუმარმა ისაუბრა მიწისძვრებების გამომწვევ მიზეზებზე:

თუ რატომ ირყევა მიწა მიწისძვრისას და როგორ აღრიცხავენ მიწისძვრებს. როგორ ზომავენ მეცნიერები მის სიძლიერეს და შესაძლებელია თუ არა წინასწარ პროგნოზირება.

შეხვედრის მიზანი იყო საკითხით დაინტერესებულ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იმ 12 სახის ბუნებრივ კატასტროფებზე, რომელიც არსებობს სამყაროში.