მთავარი გვერდი
VIII კლასის მოსწავლეები საგან მოქალაქეობის გაკვეთილზე
- 19.12.2023 07:52
VIII კლასის მოსწავლეებმა საგან მოქალაქეობაში წარმოადგინეს კომპლექსური დავალების ფარგლებში დაწერილი პროექტები.
პროექტის დასაწერად :
შექმნეს საინიციატივო ჯგუფები, აირჩიეს სათემო პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც სურდათ მონაწილეობის მიღება;
მოიძიეს ინფორმაცია პრობლემის შესახებ და ჩამოაყალიბეს მკაფიო , მიღწევადი მიზნები.
დაიცვეს პროექტის წერის სტრუქტურა.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 19.12.2023 07:49
I კლასი
ჩვენი პირველკლასელები მეორედ ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,სამი გოჭი”.
გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
პედაგოგები: მარიამ კოტრიკაძე, ნინო ავალიანი.- მეტი
დასკვნითი შეხვედრა არტ თერაპევტ/ქოუჩ ქალბატონ ნინო ძოწენიძესთან
- 19.12.2023 07:40
გაიმართა დასკვნითი შეხვედრა არტ თერაპევტ/ქოუჩ ქალბატონ ნინო ძოწენიძესთან თემაზე: მეგობრობა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს აქტიურ მშობელს ჩართულობისა და საინტერესო თანამშრომლობისთვის 
- მეტი
შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“
- 05.12.2023 11:52
გრძელდება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.
1 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა 2013 წლის კურსდამთავრებულებთან ფინანსისტ ნუკა მაღლაკელიძესთან და ანიმატორ გიორგი გაბისონიათან.
ნუკამ და გიორგიმ მოსწავლეებს მისცეს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევები თუ როგორ შევარჩიოთ პროფესია.
ნუკამ ისაუბრა Work-life ბალანსზე, თუ როგორ დავაბალანსოთ სამსახური და პირადი ცხოვრება.
გიორგიმ გააცნო თუ როგორ უნდა შევქმნათ მოუშენ დიზაინი-მოძრაობის ილუზია და ეფექტები.
მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კურსდამთავრებულებით.- მეტი
IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ისტორიაში
- 05.12.2023 08:44
IX კლასის მოსწავლეებმა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ს გასამართლებით ისტორიის გაცოცხლება სცადეს-როლური თამაშით , რომელის პრეზენტაცია-სასამართლოს იმიტაციას წარმოადგენდა.
მოსწავლეებმა დაინაწილეს როლები: ლუი XVI, მარია ანტუანეტა, ბრალმდებელნი, მეფე-დედოფლის დამცველნი, პირველი/მეორე/მესამე ფენის წარმომადგენლები, რომელთაც დაწვრილებით აღწერეს მათი იმდროინდელი მდგომარეობა, ასევე განმანათლებლები, რომელთაც თავისი იდეები გააჟღერეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია იმ დროინდელი ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ.
გამართეს დისკუსია ბრალდება-დაცვის ფორმატში და იმსჯელეს სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზების შესახებ. ასევე ,იკამათეს , მეფის განუსაზღვრელი თუ განსაზღვრული ძალაუფლების შესახებ,რომელმაც საფრანგეთში არეულობა მოიტანა.
იმსჯელეს, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლებოდა ჰქონოდა მეფის სიკვდილით დასჯას და მათი ვარაუდი შეადარეს იმ დროისთვის საფრანგეთში, საქართველოსა და ევროპაში შექმნილ მდგომარეობას და ლუიVI სიკვდილით დასჯისა და რევოლუციის გავლენას დანარჩენ მსოფლიოზე.
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად