სიახლეები
II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 15.10.2024 10:44
Be friendly -იყავი მეგობრული
II კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე ისაუბრეს მეგობრობაზე და მის მნიშვნელობაზე.
შეავსეს კითხვარები, დამარცვლეს სიტყვები, გამოწერეს და საკუთარი ნამუშევრები კლასელებს გაუზიარეს.
- მეტი
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული
- 11.10.2024 15:21
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სკოლა “ერუდიტის” პროექტი: “იყავი თავდაჯერებული და დაცული შენს სოციალურ სივრცეში/Be confident and safe in your social space “ აქტიურ ფაზაში შევიდა;
ჩატარდა სამუშაო შეხვედრები (workshop)სკოლის საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოების წევრებთან;
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმ საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც დაგვეხმარება თავი დავიცვათ ციფრული მოქალაქეობის პირობებში არსებული საფრთხეებისგან;
შეხვედრაზე განხილული თემები იყო:
კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება;
ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეოს) Deepfakes იდენტიფიცირება;
მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი;
დეზინფორმაცია, პროპაგანდა, მისინფორმაცია, ქლიქბეითი, ბოტები, ტროლები;
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე
- 11.10.2024 12:39
I კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს საგზაო მოძრაობის წესები და ნიშნები, გააფერადეს და აღწერეს თითოეული ნიშნის დროს მოქცევის წესები.
- მეტი
X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 11.10.2024 12:26
X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე ელექტროსტატიკას შეისწავლიან;
დაამზადეს ელექტროსკოპი და მათივე შექმნილი ელექტროსკოპით შეისწავლეს სხეულთა დაელექტროება.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 11.10.2024 11:20
- Vკლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე, საგაკვეთილო თემის მიხედვით ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნების განათლების სისტემაზე.
მოსწავლეებმა განიხილეს
სკოლები და მათი უნიფორმები
შეფასების სისტემები
მიღებული შედეგები შეადარეს საქართველოს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს კლასელებს.
მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს
განაზოგადონ თემა, იმუშაონ და დამოუკიდებლად მოიპოვონ ინფორმაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ისწავლონ საკუთარი აზრის არგუმენტირებულად გამოხატვა და გამოიმუშავონ პრეზენტაციის წარდგენის უნარები.
- მეტი