სიახლეები

        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

        • 23.04.2024 09:13
        • ✅IV კლასი მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ლეილა ბეროშვილის მოთხრობა "ფეფოს დაბრუნება".
          🎓მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.
          🟢გაამხნევეს კიდობანში ჩამძვრალი ფეფო. გამოიგონეს ფეფოს მისამართი. 💬შეადგინეს მოკლე შეტყობინების ტექსტი 📝 გაიხსენეს ,თუ როგორ იწერება წერილი და ახალ მეგობარ ფეფოს მისწერეს წერილი.
          📍გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. ტექსტის თემის და /ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
           
        • მეტი
        • XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია გეოგრაფიაში
        • XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია გეოგრაფიაში

        • 18.04.2024 10:06
        • ✅XI კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე შეაჯამეს, განიხილეს და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ევროპული ქვეყნების განვითარების დონე და დონის დასადგენი კრიტერიუმები.
          📍იმსჯელეს გლობალიზაციის, ჯანდაცვის და განათლების როლზე ქვეყნის წარმატებაში.
          🎓განიხილეს შესაბამისი ქვეყნების მაგალითები.
           
        • მეტი
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 17.04.2024 12:13
        • IV და V კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
          🗯მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი "წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი".
          💥წარმოდგენა სადაც ამბავი არავერბალური პლასტიკისა და მუსიკის საშუალებითაა მოთხრობილი,მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 16.04.2024 10:46
        • 🎓 I კლასი - ,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
          🖇️ მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაეცნენ ტექსტს ,,წითელი და მწვანე”.
          🖇️ საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ისწავლეს და გაითამაშეს ქუჩაში მოძრაობის წესები, - მოირგეს შუქნიშნის, პოლიციელისა და ფეხით მოსიარულეს როლები (შუქნიშანი აჩვენებს ფერს, პოლიციელი ბრძანებას იძლევა, მოსიარულე ასრულებს ბრძანებას).
          🖇️ თამაშით სწავლება ხელს უწყობს შემოქმედებითი და გუნდური უნარების განვითარებას, მობილიზებასა და ლოგიკური კავშირების დამყარებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ამასთანავე, საინტერესოსა და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
           
        • მეტი