სიახლეები
მე “ერუდიტელი”ვარ!
- 25.12.2023 08:43
- მე “ერუდიტელი”ვარ!
დეკემბრის თვეში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის.
გვსურს სიამაყით წარმოგიდგინოთ სკოლა “ერუდიტის” 2013 წლის კიდევ ერთი წარმატებული კურსდამთავრებული ამჟამად TECHSEED-IT ინტეგრატორ კომპანიის დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი ნიკა ზოიძე;
ნიკამ ისაუბრა სკოლა “ერუდიტიდან” კომერციულ დირექტორობამდე განვლილ გზაზე; მისცა საინტერესო და საგულისხმო რჩევები; ყურადღება გაამახვილა პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე და გაუზიარა წარმატების ფორმულები.
- მეტი
საახალწლო განწყობა სკოლა ერუდიტში
- 25.12.2023 08:41
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 19.12.2023 07:58
II-IIIკლასი
მოსწავლეები მეორედ ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,თქვენთანაც აბრახუნებენ?”.
გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 19.12.2023 07:57
II კლასი
მეორეკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა “ჭიანჭველა და ფუტკარი” შეისწავლეს.
მოსწავლეებმა აღნიშნული ტექსტი გარდაქმნეს კომიქსად.
აქტივობის მიზანი: მოთხრობის სიღრმისეული გააზრება, მისი ახალი კუთხით წარმოჩენა.
- მეტი
ღია გაკვეთილები
- 19.12.2023 07:55
III კლასი
მესამე კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილები ქართულ ენაში, მათემატიკაში, ინგლისურ ენასა და მე და საზოგადოებაში (ინტეგრირებული).
მოსწავლეებმა, აღნიშნულ საგნებში, გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
გაკვეთილებს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები და მოსწავლეების მშობლები.
- მეტი