სიახლეები

        • სადამრიგებლო საათი - თემა: "მეგობრობა"
        • სადამრიგებლო საათი - თემა: "მეგობრობა"

        • 29.05.2025 12:33
        • კლასი: VI ✨️💢
          სადამრიგებლო საათი.
          თემა: "მეგობრობა"👨‍👩‍👦‍👦
          მიზანი: პიროვნული და მორალური განვითარება.
          მოსწავლეებმა ისაუბრეს რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჰყავდეს ნამდვილი მეგობარი. შეავსეს კითხვარიც:
          ✅️რას აფასებენ მეგობარში ყველაზე მეტად?
          ✅️რა საქციელი შეუძლიათ აპატიონ მეგობარს?
          ✅️ყოველთვის ეუბნებიან მეგობარს სიმართლეს თუ არა?
          ✅️რაში ეხმარებათ მასთან მეგობრობა?
          ✅️შეუძლია თუ არა მეგობარმა გახადოს უკეთესი?
          ✅️დაბოლოს, გაიხსენეს ანდაზები და აფორიზმები მეგობრობაზე.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 28.05.2025 12:38
        • 📘I კლასის მოსწავლეები ანბანის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად შეისწავლიან და
          კითხულობენ CVC მოთხრობებს.
          📗თარგმნიან, იაზრებენ საგაკვეთილო მასალას.
          📙ასრულებენ Reading comprehension ტიპის დავალებებს.
          📚უცხო ენის შესწავლისას, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება, სიტყვების აზრობრივად დალაგება.
          📍მოცემული ტიპის დავალებები კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეაჯამონ მიღებული ცოდნა.
           
        • მეტი
        • IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
        • IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე

        • 28.05.2025 12:36
        • ✅IX კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ორგანული ქიმიის საწყისები.
          🧑👩მათ უკვე შეუძლიათ იმსჯელონ ორგანულ ნაერთთა კლასებზე, მათ აღნაგობაზე, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ბუნებრივ წყაროებზე - ნავთობზე და ბუნებრივ აირზე.
          📜მოსწავლეებმა უკვე იციან რა მასშტაბის მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკაში და ენერგეტიკაში ნავთობს და ნავთობ პროდუქტებს.
          📝 📖ასევე განიხილეს ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები.
          📍გამართეს დისკუსია ამ პრობლემების თავიდან აცილების გზებზე და ღონისძიებებზე.
           
        • მეტი