სიახლეები
III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 31.10.2023 19:01
III კლასი
მოსწავლეებმა ამოირჩიეს ფურცლებზე დაწერილი სიტყვები და თითოეულ სიტყვაზე მოიფიქრეს წინადადებები, რომლებიც სიკეთესა და რჩევას გამოხატავდა.
- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: "პირადი ჰიგიენა და თავის მოვლა"
- 31.10.2023 18:48
I კლასი
სადამრიგებლო საათზე მოსწავლეებმა სტუმრად მოიწვიეს ჩვენი სკოლის ექიმი.
ისაუბრეს პირად ჰიგიენასა და თავის მოვლაზე.
მოსწავლეებმა გააფერადეს ჰიგიენასთან დაკავშირებული სურათები.
- მეტი
VI კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 30.10.2023 10:37
VI კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე საკლასო ოთახი გადააქციეს ყვავილების სამყაროდ.
Იდეა იყო ბუნების დაცვა და იკებანას ხელოვნების გაცნობა.
Იაპონურ ენაზე " Იკე"- სიცოცხლეს ნიშნავს "ბანა"- კი ყვავილებს.
პედაგოგი: ხათუნა თეთრაშვილი- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 30.10.2023 09:43
IV კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ზღაპარ "ირმისას" აფიშა შექმნეს.
მხატრულად გააფორმეს და ყველა საჭირო ინფორმაცია ჩაწერეს.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გახდა.
გაკვეთილის მიზანია: ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერდაკავშირება.
პედაგოგი: რიტა ჩაკვეტაძე- მეტი
სკოლა „ ერუდიტში“ გრძელდება არჩევითი საგნის „ მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლება, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსთან/ JAGeorgia“ თანამშრომლობით
- 30.10.2023 08:42
- სკოლა „ ერუდიტში“ გრძელდება არჩევითი საგნის „ მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლება, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსთან/ JAGeorgia“ თანამშრომლობით.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჩამოაყალიბონ ე.წ. „მოსწავლეთა კომპანიები“ და მართვის მაგალითზე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს;
აღნიშნული სწავლების მიზანია:
ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო საფუძვლების შესწავლა მოქმედებაში (პრაქტიკაში);
მოსწავლეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
განათლების მიღების მოტივაცია და საერთო პროფესიული უნარების განვითარების სტიმულირება;
პირობების შექმნა პიროვნული, საქმიანი და ლიდერული თვისებების განვითარებისთვის;
ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა
საგანმანათლებლო პროცესში და სხვა;
მოსწვალეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლა „ერუდიტის“ 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებულმა მოსწავლეთა მინი კომპანია ლუპი.Lupi -ს წარმომადგენლებმა X კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და გაუზიარეს მიღებული გამოცდილება; ისაუბრეს იმ ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ მნიშველობაზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.
- მეტი