სიახლეები
IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 05.04.2023 09:39
IV კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე იმუშავეს წყვილებში,
თემაზე ნაშთიანი გაყოფა.
წყვილებში მუშაობა კომუნიკაციისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარებისთვის სწავლების ერთ-ერთი ფორმაა.
წყვილებში მუშაობისას უსმენენ განსხვავებულ აზრებს, ერთად ეძებენ და პოულობენ პრობლემის გადაჭრის გზებს, სწავლობენ ერთად მუშაობას.
- მეტი
V და VI კლასის მოსწავლეები გერმანული ენის გაკვეთილზე
- 04.04.2023 11:01
V და VI კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის გაკვეთილზე შეისწავლეს ფერები.
ნასწავლი ფერების გამოყენებით შექმნეს ნახატები მათთვის საინტერესო თემებზე, რამაც საგაკვეთილო პროცესი მეტად სახალისო გახადა.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 04.04.2023 09:53
IV კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები - "თევზაობა" (ნაწყვეტი მოთხრობიდან "კუკარაჩა").
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, მოიძიეს ბიოგრაფიული ცნობები, წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით და გამართეს დისკუსია.
- მეტი
საჯარო შეხვედრა თემაზე: ბულინგი, ონლაინ სივრცე, მისი დადებითი და უარყოფითი მხარე , ინფანტილიზმი და სწორი კომუნიკაციის ხერხები.
- 31.03.2023 16:36
სკოლის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ ჩვეულ ტრადიციას და მშობლებთან თანამშრომლობის მიზნით, მათ აქტიურად ვრთავთ სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად.
ჩვენ ერთად ვემსახურებით საერთო მიზანს - მოსწავლის ნიჭის გამოვლენის ხელშეწყობასა და წარმატებისკენ სწრაფვას.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა სკოლა "ერუდიტში" საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრა - NLP პრაქტიკოს, ქოუჩი პირადი განვითარების სფეროში, სერთიფიცირებულ ტრენერთან, პროფესიული განვითარების ტრენინგ ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ქალბატონ ნინო ძოწენიძესთან .
- მეტი
სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2023
- 30.03.2023 12:39
- მეგობრებო
კვირას 2 აპრილს სკოლა “ერუდიტის” X კლასის მოსწავლეთა კომპანიაLupi•ლუპი მონაწილეობას იღებს სამეწარმეო განათლების ფესტივალზე 2023
გელოდებით(ლოკაცია: თბილისი მოლი;12:00 - 19:00 საათი)
წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელს Mariam Lomidze
https://fb.me/e/2u6yxYtqp?mibextid=RQdjqZ - მეტი