მთავარი გვერდი
II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 17.02.2025 11:01
- II კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალის შესაჯამებლად სახალისო მეთოდს მიმართეს.
მათ უკვე შეუძლიათ ინგლისურ ენაზე დაასახელონ და ისაუბრონ სხვადასხვა თებებზე, როგორებიცაა:
სათამაშოები
საკვები
ოჯახი
მეგობრები
ყველა ამ თემის გათვალისწინებით, მათ დაამზადეს წიგნი - ,,My book".
დახატეს, დაწერეს და მეგობრებს წარუდგინეს.
მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს:
შეაჯამონ და გაიხსენონ განვლილი მასალა,
იყვნენ შემოქმედებითები და კრეატიულები
განივითარონ წერითი, სასაუბრო და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 17.02.2025 11:00
- მეხუთე კლასი

⚘️
საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება



მოსწავლეებმა შეისწავლეს მე-16 საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის ბიოგრაფია. გაეცნენ მისი შემოქმედებიდან "ასი ნიდერლანდურ ანდაზას".
რომელიც ბევრ ამბავს "გვიამბობს".

⚘️
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეხსენებინათ ქართული ანდაზები და ბრეიგელის მსგავსად შეექმნათ ნახატები




გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახდა.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 17.02.2025 10:58
- ინგლისური ენა
IV კლასი
თემა: Food
მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ საყვარელ კერძებზე, შეისწავლეს სიტყვები და ფრაზები.
როდესაც საქმე მიდგა კერძების მზადებაზე, თუ რისი მზადება შეეძლოთ დამოუკიდებლად, გაჩნდა იდეა- შეექმნათ ვიდეო რეცეპტი.
მოსწავლეებმა აარჩიეს მათთვის სასურველი კერძები, ჩაწერეს ვიდეოები, სადაც დეტალურად ისაუბრეს ინგრედიენტებზე და მათ მომზადებაზე.
მოეწყო პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და სახალისო თამაშით შეაჯამეს თემა.
- მეტი
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!
- 17.02.2025 10:43
- 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!

2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. 



ამ დღის მთავარი მიზანია მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სკოლა “ერუდიტის” მოქალაქეობის მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით IX კლასის მოსწავლეებმა ბარბარე ბოხაშვილმა, ანასტასია მეტრეველმა და ანა თამარაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “ნიჭს არ აქვს სქესი”;
პრეზენტაციისას ისაუბრეს:
- რა როლი აქვს განათლებას ქალთა გაძლიერებაში?
-მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე;




-ცნობილი ქალი მეცნიერების ბიოგრაფიებზე და მათ მიღწევებზე;
-შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი თამაშით.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 17.02.2025 10:39
- V კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილზე, დავალება მივეცით.



კარგად დაფიქრებულიყვნენ და დაესვათ კითხვები, რომელზე პასუხებიც დიდი ხანია აინტერესებთ.
მოსწავლეებმა დაასახელეს კითხვები. ვიმსჯელეთ და მათვე მივანდეთ პასუხების მოძიება.
პროექტის განმავლობაში თემებზე მუშაობა საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა განივითარეს წერის, კითხვის, დამოუკიდებლად მასალის მოძიების და დამუშავება/დახარისხების უნარები.
რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დასასრულს, ყველა დასმულ კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები.
- მეტი
ზარის დროები
ორშაბათი 06/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად