მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
          • I კლასის მოსწავლეები მუსიკის  გაკვეთილზე
          • I კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე

          • 18.11.2024 12:48
          • მუსიკის გაკვეთილზე I კლასის მოსწავლეები ქართულ ხალხურ საკრავებს და ფოლკლორს შეისწავლიან.
            📍მოსწავლეებმა ერთ-ერთი ხალხური ინსტრუმენტი-ფანდური განიხილეს.
            📍მოუსმინეს მის ჟღერადობას სიმღერებში და ამოიცნეს.
            📍შეისწავლეს მისი აგებულება, დაკვრის ტექნიკა და თავადაც დაუკრეს.
            🪕🎶🎙🎤
          • მეტი
          • III კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
          • III კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე

          • 18.11.2024 12:22
          • 🎵🎶მუსიკის გაკვეთილზე III კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რიტმული სამუშაო - Paper Orchestra.
            ფურცლების დახმარებით, ააჟღერეს და გაამრავალფეროვნეს მელოდია. 📖🔛🔥
            მოცემული ტიპის აქტივობა ხელს უწყობს რიტმის გააქტიურებას, მოსმენისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს.
             
          • მეტი
          • II კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
          • II კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე

          • 18.11.2024 07:10
          • ✅II კლასის მოსწავლეებმა Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს თემაზე: "ზოოპარკი". ბუნებრივი ფოთლების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის აპლიკაციები. 🐼🐦🐰
            📝Ტექნიკა და პროცედურა:
            Აქტივობის დროს მოსწავლე იყენებს (ფურცელს,წებოს,ფოთოლს, ფლომასტერს)
            🧑👩მოსწავლე ხაზის სხვადასხვა ფორმის საშუალებით იღებს სასურველ ფორმას.
             
          • მეტი
          • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
          • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.

          • 18.11.2024 06:52
          • 🎉 სკოლა ,,ერუდიტში” დიდი ზეიმია!
            🥳 ყველასათვის (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის) საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
            🎈დაწყებითი კლასების (II, III, IV, V, VI) მოსწავლეებმა მწერლის წიგნებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟები (პეპი გრძელწინდა და კარლსონი) გააცოცხლეს.
            👦👧 მოაწყეს მხიარული ვარცხნილობებისა და ჩაცმულობის დღე.
            🥗🌮🍪 რადგანაც ასტრიდის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უყვარს უცნაური კერძების დამზადება, ჩვენმა მოსწავლეებმაც მოამზადეს ,,უცნაური კერძები”.
            🙇‍♀️🙇‍♂️ პეპის ძალიან მოსწონს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ,,საგანძურის პოვნის” აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მასწავლებლებმა მოუმზადეს დაშიფრული დავალებები, დამალეს სკოლის ტერიტორიაზე და მინიშნებებით მიაკვლიეს ,,საგანძურს”.
            🏃‍♂️🏃‍♀️ პეპის, აგრეთვე, ძალიან უყვარს თამაშების მოწყობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყეს "ჩემი ბავშვობის თამაში” (,,კლასობანა”).
            🎨 აქტივობა ,,ხელოვნება და ხელობა".
            ყველამ ვიცით პეპის მხატვრული ნიჭის შესახებ. ჩვენც მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, აღმოეჩინათ და გამოევლინათ ეს ნიჭი თავიანთ თავებში.
            📚 აღნიშნული აქტივობები ეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, მეტად შეიგრძნონ ასტრიდ ლინდგრენის საოცარი შემოქმედება, მასში ასახული ჯადოსნური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი თუ წარმოსახვის უნარები.
             
          • მეტი
          • სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე
          • სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე

          • 15.11.2024 13:12
          • ✅VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე, კომუნიკაციის განვითარების გზები, ფაქტები სამყაროსა და კოსმოსის შესახებ.
            🎓მოსწავლეების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები და თემის სტრუქტურა ნათლად და ლოგიკურად იყო აწყობილი. 📝თითოეული მოსწავლის ნამუშევარი გამოირჩეოდა არა მარტო თემის ცოდნით, არამედ შესაბამისი საკომუნიკაციო უნარების გამოვლინებითაც. ✅მოსწავლეებმა წარმატებით გამოიყენეს ინგლისური ენა, სწორად ისაუბრეს საკვანძო საკითხებზე, გამოიყენეს ახალი სიტყვები და ფრაზები თემების უკეთ წარმოსაჩენად.
             
          • მეტი
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      შაბათი 21/06/2025
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად