მთავარი გვერდი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 18.12.2024 09:41
VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე: „ რატომაა მნიშვნელოვანი სხეულთა წონასწორობის პირობების ცოდნა“.
მოსწავლეებმა თეორიული ცოდნა წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით, შეასრულეს პრაქტიკული დავალება“სხეულის წონასწორობის მდგრადობის პირობების დადგენა“ და შექმნეს საკუთარი კონსტრუქციები.
საბოლოოდ გააკეთეს დასკვნა: სხეულის მდგრადი წონასწორობა მიიღწევა, თუ მათზე მოქმედი ძალების ტოლქმედი ნულია, რაც უფრო დიდია საყრდენი ფართობი და რაც უფრო დაბლაა სხეულის სიმძიმის ცენტრი.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 17.12.2024 13:02
- III -IV კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი ,,საშობაო ზღაპარი".



საახალწლო განწყობამ ნამდვილად დაისადგურა მოსწავლეთა გულებში და გაუასმაგა მათ სადღესასწაულო მოლოდინი.

- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 11:56
- III კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ შარშანდელი წლის გამოცდილება და მეტად თავდაჯერებულად, რთული სიტყვებით შეეჭიდნენ გამოწვევებს დამაცვლის კონკურსში - "Spelling Bee"


კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა.
მოსწავლეებმა თითოეულ რაუნდში თავი ამაყად და დამაჯერებლად წარადგინეს.
მონაწილეებს გადაეცათ პერსონალური სერთიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 07:28
- დამაცვლის კონკურსის ,,Spelling Bee" საკულმინაციო ეტაპის მონაწილეები, IV კლასის მოსწავლეები გახლავთ.


მოსწავლეებმა საკუთარ შესაძლებლობებსაც კი გადააჭარბეს და თავი სხვადასხვა სირთულის დავალებებს წარმატებით გაართვეს.
პროექტის დასასრულს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მონაწილეებთან ერთად, გაიზიარეს საკუთარი შრომის შედეგად მიღებული ემოციები.
პროექტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პერსონალური სერთიფიკატებით.
- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 07:25
- ჩვენს სკოლაში დამაცვლის კონკურსი ,,Spelling Bee " უკვე ტრადიციად იქცა




II კლასის მოსწავლეები კონკურსის საშუალებით იუმჯობესებენ უცხო ენის შესწავლისთვის საჭირო უნარებს.
პროექტის თითოეულმა მოსწავლემ მიიღო პერსონალური სერთიფიკატი, დამსახურებული ოვაციები და დიდი გამოცდილება 
- მეტი
ზარის დროები
ორშაბათი 06/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად