მთავარი გვერდი
I კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 29.11.2024 11:37
- მუსიკა
I კლასი
მოსწავლეები თემატურად გაეცნენ სხვადასხვა საკრავებს: წიკო-წიკოს, აკორდეონს და გარმონს.
მოისმინეს მათი ჟღერადობები და დაუკრეს.
დაამზადეს ფურცლის საკრავები.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 29.11.2024 11:24
Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე , IV კლასის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ელემენტი
Თემა: " ფერი" შეისწავლეს.




მოსწავლეები გაეცნენ თუ როგორ ფიქრობდნენ ფილოსოფოსები, მხატვრები და მეცნიერები ფერების თანმიმდევრობაზე, რაოდენობაზე და ნაირსახეობაზე.
წარმოადგინეს ჩანახატები ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, კონტრასტული ფერები, 
ტონალობა-თეთრი ან შავი ფერის დამატებითი მიღებული ტონი.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 29.11.2024 10:43
- პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი “თაგუნიები და ყველი”.


აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ საკლასო
ოთახში და თავიანთი ემოციები ნახატებად აქციეს
გაიხსენეს, განიხილეს ნანახი და გაგვიზიარეს თავიანთი ემოციები.
პირადად გაიცნეს, გაესაუბრნენ მსახიობებს და მათთან სამახსოვრო
ფოტოებიც
გადაიღეს
. - მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 29.11.2024 10:41
II კლასი - გასვლითი ღონისძიება
მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს. ნახეს სპექტაკლი ,,თაგუნები და ყველი”, რომელმაც დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
- მეტი
გლობალური მოქალაქეობა
- 29.11.2024 10:39
თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია გლობალური მოქალაქეობა.
Xკლასის მოსწავლეები მოქალაქეობის გაკვეთილზე გაეცნენ და განიხილეს ვაჟა-ფშაველას სტატია (დაწერილია 1905წ.) “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”.
არგუმენტირებულად იმსჯელეს და გამართეს დისკუსია გლობალური მოქალაქეობის და გლობალიზაციის დადებით / უარყოფით მხარეებზე;
დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია.
დისკუსიის გზით გააზრებული ინფორმაცია მეხსიერებაშიც უფრო დიდხანს რჩება;
მეთოდი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, ფაქტების გააზრება, საკუთარი აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, თავისუფალი მსჯელობა, ურთიერთპატივისცემა, კრიტიკული აზროვნება და ა.შ.
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად