მთავარი გვერდი
IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 22.11.2024 07:11
IV კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს დერეკ მანსონის მოთხრობა ,,მტრის ნამცხვარი” (არაპროგრამული); ისაუბრეს ტექსტის მთავარ სათქმელზე; პრაქტიკულ ნაწილში კი იმუშავეს ტესტებზე, რომლებიც ღია და დახურული კითხვებისგან შედგებოდა.
აღნიშნული მოთხრობა და ტესტი მოცემულია PIRLS-ში, რომელიც წიგნიერების საერთაშორისო შედარებითი კვლევაა და მისი შედეგები შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ, რამდენად კარგად ახერხებენ საქართველოში მცხოვრები მეოთხეკლასელი მოსწავლეები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან შედარებით, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების კითხვასა და წაკითხულის გააზრებას.
მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობას, რომელიც მათთვის სიახლე იყო, წარმატებით გაართვეს თავი.
.- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 20.11.2024 08:23
- IV კლასი
ინგლისური ენა
"Prepositions of place"


მოსწავლეებმა გრამატიკული ასპექტის სახალისოდ შესასწავლად უკვე კარგად ნაცად ხერხს-სიმღერას მიმართეს.
გარდა იმისა, რომ მარტივად ამახსოვრდებათ კონკრეტული საკითხი, რიტმული სამუშაო ხელს უწყობს უცხო ენაზე სწორად და სწრაფად მეტყველებასაც.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 20.11.2024 07:37
III კლასი
ინგლისური ენა
"Kim's song"


რა უნდა გააკეთოთ, მაშინ, როცა მოსასმენ დავალებაში სიმღერით გიხსნიან დიდი მოცულობის ტექსტს?
რა თქმა უნდა, სიმღერითვე ვსწავლობთ და ამასობაში, გვავიწყდება მოცულობაც და სიტყვების დამახსოვრების სირთულეები. 

- მეტი
სასკოლო ღონისძიება „რა? სად? როდის?“
- 19.11.2024 12:21
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით, სკოლაში მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის (VII-XII) ყოველწლიური სასკოლო ღონისძიება „რა? სად? როდის?“.

პირველ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 
მეორე ეტაპზე გაიმართება გამარჯვებული გუნდების შეხვედრა.
მსგავსი ინტელექტუალური თამაშები გვეხმარება მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონის ამაღლების, ზოგადი ცოდნის გაღრმავებასა და მოსწავლეთა ჯანსაღ სოციალურ გარემოში თვითრეალიზაციისათვის.
- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 19.11.2024 09:19
V კლასი
ინგლისური ენა
თემა "Home, sweet home"


მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის მიხედვით მოამზადეს პრეზენტაციები და კლასელებს წარუდგინეს. მათ გამოიყენეს:
უცხო სიტყვები და ფრაზები
სახლის/ოთახების მაკეტი
პრეზენტაციის წარმართვის ეფექტური მეთოდები.


- მეტი
ზარის დროები
ორშაბათი 06/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად