მთავარი გვერდი
უსაფრთხო ინტერნეტი და მათი დაცვის აუცილებლობა
- 26.02.2024 11:31
ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია,ის გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად.
თუმცა შესაძლებლობებთან ერთად ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
საგან “მე და საზოგადოების” გაკვეთილზე IVკლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს ციფრული სამყაროს მნიშვნელობაზე, უსაფრთხო ინტერნეტის წესებზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე;
- მეტი
III-IV კლასის მოსწავლეები საგან: სამყაროს შემეცნების გაკვეთილზე
- 23.02.2024 13:08
III-IV კლასის მოსწავლეები სამყაროს შემეცნების გაკვეთილზე პოლიტიკური რუკის საშუალებით გაეცნენ მსოფლიოს 10 უდიდეს ქვეყანას. 

ისწავლეს მათი გეოგრაფიული მდებარეობა და დროშები. 


შესწავლილი მასალა აღნიშნეს კონტურულ რუკაზე.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 23.02.2024 10:57
VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე: “ მარტივი მექანიზმები“.

მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოდელი, ახსნეს მექანიზმის მუშაობის პრინციპი, დარწმუნდნენ რომ მარტივი მექანიზმები ძალის ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარება, რომ რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ მანძილში.
ეს „მექანიკის ოქროს წესია“.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 23.02.2024 10:54
მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი "წითელკანიანთა ბელადი"
გასვლითი ღონისძიება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
- მეტი
თქვენ თუ გახსოვთ, ბავშვობის სურვილები მომავალ პროფესიაზე?
- 23.02.2024 10:52
- დაგვერწმუნებით, რომ პროფესიის შერჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებაა.








ინგლისური ენის გაკვეთილზე, III-IV-V კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს პროფესიებზე, მათ მნიშვნელობაზე და არჩევანის უფლებაზე.
წარადგინეს პრეზენტაციები და გაუზიარეს მეგობრებს.
თქვენ თუ გახსოვთ, ბავშვობის სურვილები მომავალ პროფესიაზე?
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად