მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
          • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
          • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • 13.03.2024 12:25
          • 💥IV კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა "მაგდანას ლურჯა".
            ნაწარმოების უკეთ აღქმის მიზნით უყურეს ფილმს. იმსჯელეს, თუ რით განსხვავდება ეკრანიზაცია ნაწარმოებისაგან.
            💢მოსწავლეებმა ნაწარმოების მიხედვით, შეადგინეს თითოეული თავის გეგმა და თავადაც მოირგეს პერსონაჟის როლები. ისაუბრეს მომხდარ ფაქტზე და უპასუხეს ნაწარმოების მთავარ შეკითხვებს.
             
          • მეტი
          • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
          • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

          • 12.03.2024 13:51
          • ✅მოსწავლეები კვლევის არსს ვერ იგებენ მხოლოდ ტერმინების დასწავლით, ან კვლევის ეტაპების – დამახსოვრებით. 🎓მოსწავლე თვითონ უნდა იყოს ჩართული პროცესში, რათა უფრო ღრმად ჩასწვდეს მოვლენის არსს.
            ✅მე-7 კლასის მოსწავლეებს ხშირად აქვთ დავალებები, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, ხელსაწყოების მოხმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება; თუმცა ასეთი აქტივობების მხოლოდ ჩატარება არ კმარა. 🔬კვლევა-ძიება და მისი შედეგების გააზრება ერთდროულად უნდა ხდებოდეს. 📍🔍მე-7 კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილზე უკვე შეუძლიათ მსჯელობა : თუ რა მოვლენა ან პროცესი მიმდინარეობს? პროცესის რა მახასიათებლები გვაქვს, რომელი მახასიათებლები გვჭირდება ან არ გვჭირდება, რა სახის ცვლადები გვაქვს, პასუხობს თუ არა მიღებული მონაცემები კვლევის მიზანს, რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ მონაცემებს და ა.შ.
             
          • მეტი
          • სკო​​​​​​​ლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს
          • სკო​​​​​​​ლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს

          • 12.03.2024 12:49
          • ✅სკოლა „ ერუდიტმა“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელს, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ასტრონომიული კალენდრის პასუხისმგებელ რედაქტორს ბატონ- შალვა საბაშვილს.
            📍ბატონმა შალვამ ისაუბრა ციურ სხეულებზე, როგორებიცაა მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ექსტრასოლარული პლანეტები , ასევე მეტეორებზე და კომეტებზე. 🪐💫⭐️
            🎓გვესაუბრა მათი შესწავლის მახასიათებლებზე, როგორებიცაა, სიმკვრივე, სინათლე, ტემპერატურა , ქიმიური შედგენილობა.
            📍მოსწავლეებმა დაინახეს კავშირი ასტროფიზიკასა და ბევრ დისციპლინას შორის მექანიკის, ელექტრომაგნეტიზმის, თერმოდინამიკის, კვანტური მექანიკის, ბირთვული და ატომური ფიზიკის ჩათვლით.
             
          • მეტი
          • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება გეოგრაფიაში
          • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება გეოგრაფიაში

          • 12.03.2024 11:03
          • ✅IX კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე წარმოადგინეს შემაჯამებელი კომპლექსური დავალება თემაზე - საქართველოს დაცული ტერიტორიები.
            📍მოსწავლეებმა დაახასიათეს მათი მდებარეობა, ფლორა და ფაუნა.
            📌იმსჯელეს მათ ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე და როლზე როგორც რეგიონის ასევე ქვეყნის ეკონომიკაში.
             
          • მეტი
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      სამშაბათი 07/04/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად