მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
          • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
          • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

          • 19.05.2025 11:12
          • I კლასის მოსწავლეები უკვე კითხულობენ.
            CVC WORD COLOURING კი,მათი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საყვარელი აქტივობაა📚🎨🆒️🔠🔡
            📗მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ უცხო ენაზე კითხვის წესები.
            📘გაიმეორონ და შეაჯამონ შესწავლილი სიტყვები.
            📙დამაცვლონ და ვიზუალურად/შინაარსობრივად დაიმახსოვრონ სიტყვები.
             
          • მეტი
          • საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა „მე ვიხეხავ კბილებს“
          • საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა „მე ვიხეხავ კბილებს“

          • 19.05.2025 11:09
          • ✅საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა 🦷„მე ვიხეხავ კბილებს“ ფარგლებში სკოლა „ერუდიტის“ მოსწავლეებს ესტუმრნენ GeoPerio-ს თანამშრომლები.
            📚📙პროგრამის მიზანია ბავშვებისთვის პირის ღრუს მოვლასა და პროფილაქტიკაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი მოტივირება.
            🎁მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
             
          • მეტი
          • VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
          • VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე

          • 19.05.2025 11:04
          • ✅ მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე გამოწვევებს. 📝პრეზენტაციაში განხილული იყო ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შედარება სხვა კონტინენტებთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრათ ევროპის გლობალური მნიშვნელობა. 🇪🇺მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის განხილვას – მისი ფუნქციების, მიზნებისა და უპირატესობების გაანალიზებას. მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და აქტიურად იმსჯელეს ორგანიზაციის გავლენაზე როგორც ევროპის შიგნით, ასევე გლობალურ დონეზე.
            💻პროექტმა წვლილი შეიტანა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.
          • მეტი
          • V კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე
          • V კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე

          • 19.05.2025 11:01
          • ✅ მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი მიუძღვნეს საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კუთხეს — აჭარას. 🧑‍🎓👩‍🎓ისინი გაეცნენ აჭარის გეოგრაფიულ მდებარეობას და მის ისტორიას. მიღებული ცოდნის საფუძველზე დაგეგმეს მოგზაურობის მარშრუტები, სადაც ჩამოაყალიბეს, რა ადგილებს მოინახულებდნენ და რას დაათვალიერებდნენ.
            📝პროექტმა გააღრმავა მოსწავლეების სიყვარული საქართველოს ისტორიული კუთხეების მიმართ და განავითარა მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული აზროვნება.
          • მეტი
          • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
          • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

          • 19.05.2025 10:59
          • კლასი-III
            საგანი-ინგლისური ენა
            თემა-Days if the week/months 🗒🗓📝
            მოსწავლეებმა შეაჯამეს საგაკვეთილო თემები:
            🔸️თვეები
            🔸️კვირის დღეები
            🔸️წელიწადის დროები
            დაამზადეს კალენდრები,რომლებიც მათთვის გამორჩეული თარიღებით შეავსეს.
            📑მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, განივითარონ წერითი უნარები და განიმტკიცონ ლექსიკური მარაგი.
             
          • მეტი
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      კვირა 05/04/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად