მთავარი გვერდი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 24.04.2025 09:58
- კლასი: მეხუთე



საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
აქტივობა:":გახდი მეიგავე"
მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან -საბა ორბელიანის იგავ -არაკები და
გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ და დაეწერათ იგავი.
გაიაზრეს იგავის შეგონება,,
დაუკავშირეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და
გააკეთეს დასვნა.მოსწავლეებმა შეადარეს რით ჰგავს ერთმანეთს მათ მიერ შესწავლილი იგავები და რით განსხვავდება ერთმანეთისგან.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 24.04.2025 09:56
- ინგლისური ენა
I კლასი
თემა: I spy alphabet



ჩვენმა პირვეკლასელებმა უკვე იციან ანბანის ასოები, ფერები და შეუძლიათ თემატური სურათის დახასიათება.
რადგან გაფერადება და თავსატეხების ამოხსნა მათი საყვარელი საქმიანობაა, მოსწავლეები სწორედ მათზე მორგებული ატივობებით იმეორებენ განვლილ მასალას.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 24.04.2025 09:54
V და VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის ,მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი "სარა ბარა ბზია ბზბოიტ",ანუ "მე შენ მიყვარხარ"(რეჟისორი : დიმიტრი ხვთისიაშვილი).
ნანახმა სცენარმა
საოცრად ემოციურად დატვირთა მაყურებელი და იმ იმედით აავსო, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ჩვენ აფხაზ თანამოძმეებსაც გულწრფელად ვეტყვით_ "მე შენ მიყვარხარ!"
- მეტი
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 24.04.2025 09:28
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
სააღდგომო დეკორაციებზე იმუშავეს



Საკუთარი ხელით დათესეს ჯეჯილი, შეღებეს კვერცხები, გააკეთეს ბაჭიის აპლიკაციები, მოწნული კალათები და სხვადასხვა აქტივობები. ბევრი ემოციებით და ფერადი Განწყობით გვილოცავენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
- მეტი
XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 24.04.2025 09:23
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ცნობილი მწერლებისა და მათი მნიშვნელოვანი ნაშრომების შესახებ. 
წარმოდგენილი იყო ავტორები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ლიტერატურის განვითარებასა და საზოგადოებრივ მსოფლმხედველობის ამაღლებაში.
მოსწავლეებმა ავტორის ბიოგრაფიასთან ერთად განიხილიეს მათი ნაშრომები, გამოხატეს საკუთარი აზრი - რა იყო მათთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და რა მნიშვნელობის მატარებელი შეიძლება იყოს კონკრეტული ნაწარმოების გზავნილები.
- მეტი
ზარის დროები
ორშაბათი 06/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად