სიახლეები
22 აპრილი "დედამიწის დღეა"
- 24.04.2025 10:33
22 აპრილს, მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით დედამიწის დღე აღინიშნება!
სკოლა “ერუდიტში” აღნიშნულ თემაზე მიმდინარე კვირეულის ფარგლებში III კლასის მოსწავლეებმა სოციალური ვიდეო რგოლი შექმნეს.”ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა!”
- მეტი
22 აპრილი - დედამიწის დღეა!
- 24.04.2025 10:40
22 აპრილი - დედამიწის დღე!
2025 წლის დედამიწის დღის გზავნილია ,,ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა!”
II კლასის მოსწავლეებმა დაუთმეს 1 საათი დედამიწას, - ნახეს საინფორმაციო ვიდეო, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით.
იმსჯელეს მთავარი კითხვის ირგვლივ:
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი პლანეტისთვის?
მოგვცეს ეკო-რჩევები და გაგვიზიარეს სამოტივაციო ფრაზები.
მასწავლებელი: მარიამ კოტრიკაძე
#დედამიწაჩვენისახლია
#დედამიწაშენიხელებითუფროლამაზია
#დედამიწასუყვარხარ- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 24.04.2025 09:58
- კლასი: მეხუთე
საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
აქტივობა:":გახდი მეიგავე"
მოსწავლეებმა შეისწავლეს სულხან -საბა ორბელიანის იგავ -არაკები და
გადაწყვიტეს მოეფიქრებინათ და დაეწერათ იგავი.გაიაზრეს იგავის შეგონება,,
დაუკავშირეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას და
გააკეთეს დასვნა.მოსწავლეებმა შეადარეს რით ჰგავს ერთმანეთს მათ მიერ შესწავლილი იგავები და რით განსხვავდება ერთმანეთისგან.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 24.04.2025 09:56
- ინგლისური ენა
I კლასი
თემა: I spy alphabet
ჩვენმა პირვეკლასელებმა უკვე იციან ანბანის ასოები, ფერები და შეუძლიათ თემატური სურათის დახასიათება.
რადგან გაფერადება და თავსატეხების ამოხსნა მათი საყვარელი საქმიანობაა, მოსწავლეები სწორედ მათზე მორგებული ატივობებით იმეორებენ განვლილ მასალას.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 24.04.2025 09:54
V და VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის ,მოზარდმაყურებელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი "სარა ბარა ბზია ბზბოიტ",ანუ "მე შენ მიყვარხარ"(რეჟისორი : დიმიტრი ხვთისიაშვილი).
ნანახმა სცენარმა
საოცრად ემოციურად დატვირთა მაყურებელი და იმ იმედით აავსო, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და ჩვენ აფხაზ თანამოძმეებსაც გულწრფელად ვეტყვით_ "მე შენ მიყვარხარ!"
- მეტი