სიახლეები
სადამრიგებლო საათი თემაზე: პერსონალური რუკა
- 19.05.2025 11:16
- III კლასის მოსწავლეებმა სადამრიგებლო საათზე შეადგინეს პერსონალური რუკა და უპასუხეს კითხვებს:
რა გამოგდის ყველაზე კარგად?
რაში გჭირდება სხვისი დახმარება?
რაში შეგიძლია დაეხმარო თანაკლასელებს?
ვისთან ერთად ისურვებდი წყვილში მუშაობას?
მოცემულ კითხვებზე პასუხები გვეხმარება სწორად შევაფასოთ ჩვენი სოციალური უნარები, საჭიროებები და შესაძლებლობები, შემდეგ ვიმუშაოთ მათ გაუმჯობესებაზე.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 19.05.2025 11:14
IV კლასი - მუსიკა ჩვენს ცხოვრებაში
მოსწავლეებმა შეისწავლეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა ,,ისევ ვიოლინო…”; მოიძიეს ინფორმაცია ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების შესახებ და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
მოისმინეს ბეთჰოვენის ,,ზაზუნა” და ,,მე-9 სიმფონია”; ჯანსუღ კახიძის ,,საზამთრო”; გია ყანჩელის ,,ყვითელი ფოთლები”.
ისაუბრეს მუსიკის როლზე, საყვარელ მუსიკოსებსა და სიმღერებზე.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 19.05.2025 11:12
- I კლასის მოსწავლეები უკვე კითხულობენ.
CVC WORD COLOURING კი,მათი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საყვარელი აქტივობაა
მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ უცხო ენაზე კითხვის წესები.
გაიმეორონ და შეაჯამონ შესწავლილი სიტყვები.
დამაცვლონ და ვიზუალურად/შინაარსობრივად დაიმახსოვრონ სიტყვები.
- მეტი
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა „მე ვიხეხავ კბილებს“
- 19.05.2025 11:09
საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პროგრამა
„მე ვიხეხავ კბილებს“ ფარგლებში სკოლა „ერუდიტის“ მოსწავლეებს ესტუმრნენ GeoPerio-ს თანამშრომლები.
პროგრამის მიზანია ბავშვებისთვის პირის ღრუს მოვლასა და პროფილაქტიკაზე ინფორმაციის მიწოდება, მათი მოტივირება.
მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
- 19.05.2025 11:04
მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე გამოწვევებს.
პრეზენტაციაში განხილული იყო ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შედარება სხვა კონტინენტებთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრათ ევროპის გლობალური მნიშვნელობა.
მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის განხილვას – მისი ფუნქციების, მიზნებისა და უპირატესობების გაანალიზებას. მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და აქტიურად იმსჯელეს ორგანიზაციის გავლენაზე როგორც ევროპის შიგნით, ასევე გლობალურ დონეზე.
პროექტმა წვლილი შეიტანა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.
- მეტი