სიახლეები
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 24.10.2023 09:08
VIII კლასის მოსწავლეებმა შექმნეს „ახალგაზრდა ენერგეტიკოსების“ ჯგუფები,
თითოეულმა ჯგუფმა აირჩია ენერგიის სასურველი წყარო: ატომური, წყლის, მზის, საწვავი წიაღისეულის, გეოთერმული წყლების, ბიოსაწვავის.
ჯგუფები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ „მთავრობა “ (ანუ დამსწრეები) ჩაედოთ ინვესტიცია, მათ მიერ არჩეული ენერგიის წყაროს განვითარებაში.
საგანი: ფიზიკა
პედაგოგი: ირმა ლორია- მეტი
თქვენ როგორ გამოიყურებით, როცა ბედნიერი ხართ?!
- 24.10.2023 08:51
თქვენ როგორ გამოიყურებით, როცა ბედნიერი ხართ
სადამრიგებლო საათის ერთ-ერთი თემა - ემოციები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ემოციებზე და გაიაზრეს, რომ ყველა ემოცია მნიშვნელოვანია, არასწორი მხოლოდ მათი გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს.
ასე გამოიყურებიან ბედნიერი, კმაყოფილი და გახარებული პირველკლასელები.
შემოვუნახოთ მოსწავლეებს მსგავსი მომენტები კადრებად.
პედაგოგი - მარიამ კოტრიკაძე.
- მეტი
VII კლასის მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 23.10.2023 11:37
VII კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე გაეცნენ მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთ დარგს "მოზაიკას".
მოსწავლეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო,
ფერადი ფურცლებით მორთეს საკუთარი ნამუშევრები.
გაკვეთილის პროცესმა დიდი ინტერესითა და შემოქმედებითი განწყობით ჩაიარა.
Პედაგოგი: ხათუნა თეთრაშვილი- მეტი
III კლასის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე
- 23.10.2023 09:09
III კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს იოსებ გრიშაშვილის ლექსი ,,ხელის ჩუქურთმა” და გაეცნენ ანბანის სახელებს.
მოსწავლეებმა ხალისითა და მონდომებით შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, რაც ითვალისწინებდა შემოქმედებითი უნარების გააქტიურებასა და გამოვლენას, - დაამზადეს ილუსტრირებული წიგნი ანბანზე.
პედაგოგი - მარიამ კოტრიკაძე.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 20.10.2023 08:02
II კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს ფერები
აქტივობა ,, Say your colour and jump" ეხმარება მოსწავლეებს მარტივად და ხალისით შეისწავლონ ფერების დამარცვლა, წერა და მათთან დაკავშირებული ასოცირებული სიტყვებით წინადადებების შედგენა.
პედაგოგი: ნათია ჯალაღონია- მეტი