სიახლეები

        • გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში
        • გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში

        • 19.10.2023 13:35
        • 🖇️ II, III და IV კლასის მოსწავლეების გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში.
          🖇️ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - ,,ქართული ანბანის საიდუმლო”, რაც გულისხმობდა სასკოლო პროგრამისთვის ადაპტირებულ სამუზეუმო ვორქ-შოპს.
          🖇️ მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ.
          🖇️ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ იაკობ გოგებაშვილის დედაენის და ანბანის ფერადი ნიმუშების დახმარებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ შეესწავლათ წერის საფუძვლები.
           
        • მეტი
        • საინფორმაციო პროექტი თემაზე “არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება.”
        • საინფორმაციო პროექტი თემაზე “არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება.”

        • 19.10.2023 08:42
        • 🔶სკოლა “ერუდიტში “,პროექტული სწავლების ფარგლებში XI კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ხორციელდება საინფორმაციო პროექტი თემაზე “არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება.”
          აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სამართლებრივ საკითხებზე.
          სწორედ ამ მიზნით, მოეწყო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის იურისტთან, ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილთან;
           
        • მეტი
        • თვითმმართველობის არჩევნები
        • თვითმმართველობის არჩევნები

        • 18.10.2023 15:30
        • 🔶სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა, 🔶მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ირინა ცქიტიშვილი და XI კლასის მოსწავლე ნიცა ვარამაშვილი.
          ✅სკოლის თვითმმართველობას ახალი თავჯდომარე ჰყავს, მოსწავლეთა არჩევანით 2023-2024 სასწავლო წელს სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით IX კლასის მოსწავლე ირინა ცქიტიშვილი დასახელდა. 🎉🎉🎉
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები ქართული ენის გაკვეთილზე

        • 18.10.2023 08:58
        • 🎓 III კლასის მოსწავლეები გაეცნენ დიდი მწერლის, აკაკი წერეთლის, პატარა მოგონებებს.
          📚 გაითამაშეს ერთ-ერთი ეპიზოდი, ,,გიმნაზიაში”, წიგნიდან - ,,ჩემი თავგადასავალი”.
          🔎 მოიძიეს ინფორმაცია აკაკი წერეთლის ოჯახზე, განათლებასა და შემოქმედებაზე.
           
        • მეტი