სიახლეები

        • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
        • ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.

        • 18.11.2024 06:52
        • 🎉 სკოლა ,,ერუდიტში” დიდი ზეიმია!
          🥳 ყველასათვის (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის) საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
          🎈დაწყებითი კლასების (II, III, IV, V, VI) მოსწავლეებმა მწერლის წიგნებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟები (პეპი გრძელწინდა და კარლსონი) გააცოცხლეს.
          👦👧 მოაწყეს მხიარული ვარცხნილობებისა და ჩაცმულობის დღე.
          🥗🌮🍪 რადგანაც ასტრიდის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უყვარს უცნაური კერძების დამზადება, ჩვენმა მოსწავლეებმაც მოამზადეს ,,უცნაური კერძები”.
          🙇‍♀️🙇‍♂️ პეპის ძალიან მოსწონს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ,,საგანძურის პოვნის” აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მასწავლებლებმა მოუმზადეს დაშიფრული დავალებები, დამალეს სკოლის ტერიტორიაზე და მინიშნებებით მიაკვლიეს ,,საგანძურს”.
          🏃‍♂️🏃‍♀️ პეპის, აგრეთვე, ძალიან უყვარს თამაშების მოწყობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყეს "ჩემი ბავშვობის თამაში” (,,კლასობანა”).
          🎨 აქტივობა ,,ხელოვნება და ხელობა".
          ყველამ ვიცით პეპის მხატვრული ნიჭის შესახებ. ჩვენც მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, აღმოეჩინათ და გამოევლინათ ეს ნიჭი თავიანთ თავებში.
          📚 აღნიშნული აქტივობები ეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, მეტად შეიგრძნონ ასტრიდ ლინდგრენის საოცარი შემოქმედება, მასში ასახული ჯადოსნური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი თუ წარმოსახვის უნარები.
           
        • მეტი
        • სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე
        • სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე

        • 15.11.2024 13:12
        • ✅VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე, კომუნიკაციის განვითარების გზები, ფაქტები სამყაროსა და კოსმოსის შესახებ.
          🎓მოსწავლეების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები და თემის სტრუქტურა ნათლად და ლოგიკურად იყო აწყობილი. 📝თითოეული მოსწავლის ნამუშევარი გამოირჩეოდა არა მარტო თემის ცოდნით, არამედ შესაბამისი საკომუნიკაციო უნარების გამოვლინებითაც. ✅მოსწავლეებმა წარმატებით გამოიყენეს ინგლისური ენა, სწორად ისაუბრეს საკვანძო საკითხებზე, გამოიყენეს ახალი სიტყვები და ფრაზები თემების უკეთ წარმოსაჩენად.
           
        • მეტი
        • ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
        • ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე

        • 15.11.2024 13:07
        • სტრიდ ლინდგრენი.🤍
          💢V კლასის მოსწავლეებმა ,ყველასათვის საყვარელი მწერლის დაბადების დღე აღნიშნეს:
          💬მოიძიეს ბიოგრაფიული ცნობები მწერლის შესახებ, გააკეთეს პოსტერი და კლასში პრეზენტაცია გამართეს.
          💢IV კლასის მოსწავლეებმა ასტრიდის მოთხრობა"დეტექტივი კალე ბლუმკვისტი"კლასში წაიკითხეს და 13 წლის დეტექტივის თავგადასავალში "იმოგზაურეს".
           
        • მეტი
        • პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებზე
        • პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებზე

        • 15.11.2024 13:04
        • 📌ადამიანის უფლებები ის ძირითადი სტანდარტებია, რომელიც საზოგადოებისთვის ღირსეული და დაცული ცხოვრების გარანტიას ქმნის.
          🖇️IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებზე;📋
          📌მოსწავლეები გაეცნენ და დაამუშავეს საკითხები:
          🖇️საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია;
          🖇️საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი;📖
          🖇️ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; 🗞️
          🖇️ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; 🗞️
          🖇️სეგრეგაცია;
          🖇️საქართველოს სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ფუნქციები და სხვა; ⚖️
          📌სწორად გაცნობიერებული უფლებები და ვალდებულებები გვაძლევს ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადებას.
           
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემაზე -"ჰობი და ინტერესები"
        • სადამრიგებლო საათი თემაზე -"ჰობი და ინტერესები"

        • 15.11.2024 13:00
        • IV კლასი💥
          სადამრიგებლო საათი-"ჰობი და ინტერესები"
          💢 მოსწავლეებმა კლასის საათზე ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ჰობი და ინტერესები. ჩამოთვალეს რა არის მათი ჰობი.
          💥იმსჯელეს ინტერესების შესახებ რა დროს უთმობენ მას და რა მნიშვნელოვანია როგორ დაეხმარებათ მომავალში პროფესიების შერჩევისა.
          .💬დაფიქრდნენ კიდეც, რომ ამდენი რამ ერთმანეთის შესახებ არც კი იცოდნენ.
           
        • მეტი