სიახლეები

        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 29.11.2024 10:43
        • პირველი კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურელთა თეატრს და ნახეს სპექტაკლი “თაგუნიები და ყველი”. 🧀🐭
          ✨აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ საკლასო
          ოთახში და თავიანთი ემოციები ნახატებად აქციეს🌟
          ✨გაიხსენეს, განიხილეს ნანახი და გაგვიზიარეს თავიანთი ემოციები. ✨პირადად გაიცნეს, გაესაუბრნენ მსახიობებს და მათთან სამახსოვრო
          ფოტოებიც
          გადაიღეს🎉.
        • მეტი
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 29.11.2024 10:41
        • 🎓 II კლასი - გასვლითი ღონისძიება
          🎭 მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს. ნახეს სპექტაკლი ,,თაგუნები და ყველი”, რომელმაც დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა.
           
        • მეტი
        • გლობალური მოქალაქეობა
        • გლობალური მოქალაქეობა

        • 29.11.2024 10:39
        • 🌎თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია გლობალური მოქალაქეობა.
          🔸Xკლასის მოსწავლეები მოქალაქეობის გაკვეთილზე გაეცნენ და განიხილეს ვაჟა-ფშაველას სტატია (დაწერილია 1905წ.) “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი”.
          🔸არგუმენტირებულად იმსჯელეს და გამართეს დისკუსია გლობალური მოქალაქეობის და გლობალიზაციის დადებით / უარყოფით მხარეებზე;
          📌დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია.
          დისკუსიის გზით გააზრებული ინფორმაცია მეხსიერებაშიც უფრო დიდხანს რჩება;
          📌მეთოდი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა გამოიმუშაონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, ფაქტების გააზრება, საკუთარი აზრის დასაბუთებულად გადმოცემა, თავისუფალი მსჯელობა, ურთიერთპატივისცემა, კრიტიკული აზროვნება და ა.შ.
           
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "მეგობრობა"
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "მეგობრობა"

        • 29.11.2024 10:36
        • 🎓 II კლასი - დამრიგებლის საათი
          📚 სადამრიგებლო თემა: მეგობრობა
          🖇️ მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობაზე, - როგორი უნდა იყოს მეგობარი.
          🤔 დაფიქრდნენ, ცხოველებსაც შეუძლიათ თუ არა მეგობრობა, რომლის უკეთ გააზრებისთვის, წაიკითხეს მორის ფოცხიშვილის ლექსი ,,მეგობრობა” (არაპროგრამული).
          ❓უპასუხეს მთავარ კითხვას - არის თუ არა მეგობრობა სკოლაში და პირადი გამოცდილებიდან მოიყვანეს მაგალითები.
          ✍️ პრაქტიკულ ნაწილში კი, მეგობრებს დაუწერეს ის სიტყვები, რაც ყველაზე მეტად უნდოდათ, რომ ეთქვათ და ერთმანეთს ასე გაუთბეს გულები.
          ☝️აქტივობა ხელს უწყობს თანაკლასელებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 26.11.2024 09:00
        • ტანგრამი არის თავსატეხი, რომელიც შედგება 7 გეომეტრიული ფიგურისგან🔺️🟩
          📌მათი გარკვეული წესის დალაგების შედეგად მიიღება უფრო რთული ფიგურები, რომლებიც გამოსახავენ ადამიანებს, ცხოველებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასოებს, ციფრებს და ა.შ.
          🐕🐈🦆⛵✈️🎄
          📌მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამოჭრეს ტანგრამის ფიგურები და შეადგინეს სხვადასხვა საგნები✂️🗓🖍
          📌აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ვიზუალურ-სიმბოლური აზროვნება, წარმოსახვა, ყურადღება, კომბინატორული უნარები, ფერის, ზომისა და ფორმის აღქმა.
           
        • მეტი