სიახლეები
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 15.10.2024 12:39
V კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს მწერალ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა"მირანდუხტი".
მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს პერსონაჟების ხასიათი. 

თითოეულმა მოსწავლემ პრეზენტაციის სახით წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.
აქვე მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ შეიქმნა ნაძალადევის რაიონი თბილისში და რატომ დაერქვა ამ უბანს "ნახალოვკა",სადაც მთავარი პერსონაჟი ცხოვრობდა.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ,ახსნა და შეფასება.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 15.10.2024 11:08
IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე, საგაკვეთილო თემის მიხედვით ისაუბრეს ცხოველებზე, მათ საცხოვრებლებზე და საჭირო გარემო-პირობებზე.





მათ თანაკლასელებს გაუზიარეს საყვარელი ცხოველის შესახებ ინფორმაცია.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 15.10.2024 10:44
Be friendly -იყავი მეგობრული 

II კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე ისაუბრეს მეგობრობაზე და მის მნიშვნელობაზე.



შეავსეს კითხვარები, დამარცვლეს სიტყვები, გამოწერეს და საკუთარი ნამუშევრები კლასელებს გაუზიარეს.
- მეტი
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეული
- 11.10.2024 15:21
მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სკოლა “ერუდიტის” პროექტი: “იყავი თავდაჯერებული და დაცული შენს სოციალურ სივრცეში/Be confident and safe in your social space “ აქტიურ ფაზაში შევიდა; 






ჩატარდა სამუშაო შეხვედრები (workshop)სკოლის საბაზო, საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან და სასკოლო საზოგადოების წევრებთან;
დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმ საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლება, რომელიც დაგვეხმარება თავი დავიცვათ ციფრული მოქალაქეობის პირობებში არსებული საფრთხეებისგან;
შეხვედრაზე განხილული თემები იყო:
კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება;
ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება;
ყალბი ვიზუალის (ფოტო/ვიდეოს) Deepfakes იდენტიფიცირება;
მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი;
დეზინფორმაცია, პროპაგანდა, მისინფორმაცია, ქლიქბეითი, ბოტები, ტროლები;
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე
- 11.10.2024 12:39
I კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს საგზაო მოძრაობის წესები და ნიშნები, გააფერადეს და აღწერეს თითოეული ნიშნის დროს მოქცევის წესები. 


- მეტი