სიახლეები

        •  პროექტი - "მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში"
        • პროექტი - "მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში"

        • 04.10.2024 09:32

        • 📣სკოლა “ერუდიტი” EENCE - Eastern European Network for Citizenship Education -ის გამარჯვებული პროექტის "მედიაწიგნიერება ჩემს სკოლაში" შერჩეული სკოლების სიაშია;
          🔸1 ოქტომბრიდან “მედიაწიგნიერების კვირეულის” ფარგლებში განხორციელდება სასკოლო პროექტი “იყავი თავდაჯერებული და დაცული შენს სოციალურ სივრცეში/ Be confident and safe in your social space.” (პროექტს უხელმძღვანელებს სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარიამ ლომიძე და Xკლასის მოსწავლე კესო ლეგაშვილიMariam Lomidze Kesø Legashvili);
          🔸წარმატებები სკოლა „ერუდიტს“ და პროექტის მონაწილე სკოლებს.
          #ციფრულიმოქალაქეობა #მედიაწიგნიერება
          #Beconfidentandsafe
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 03.10.2024 09:04
        • ✅V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, შეისწავლეს მწერალ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა"ეთერი". 📖📚
          📍💻პირველ ეტაპზე მოიძიეს ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები; 📍📜მეორე ეტაპზე შექმნეს მინიპლაკატები სათაურით "ქართველ მწერალთა სურათები ეთერის სკოლისთვის".
          📜თითოეულმა მოსწავლემ პრეზენტაციის სახით წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.
          🖊გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს სტანდარტით განსაზღვრულ სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 30.09.2024 11:58
        • 🎓 II კლასი - ,,პინოქიოს თავგადასავალი”
          📚 მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე ისწავლეს კარლო კოლოდის ზღაპარი ,,პინოქიოს თავგადასავალი” ( IX თავი) და ,,პერსონაჟის რუკის” დახმარებით, დაახასიათეს მთავარი პერსონაჟი - პინოქიო; მოიყვანეს არგუმენტები.
          ✍️ აქტივობა ხელს უწყობს: ტექსტის გაგება-გააზრებას, არგუმენტირებისა და პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარებას.
           
        • მეტი