სიახლეები

        • VII კლასის მოსწავლეების ლაბორატორიული სამუშაო
        • VII კლასის მოსწავლეების ლაბორატორიული სამუშაო

        • 15.11.2023 08:56
        • ✅ლაბორატორიული სამუშაო ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიგოს მოვლენის არსი;
          👩‍🔬👨‍🔬VII კლასის მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს ცდა, თუ როგორ განსაზღვრონ სხეულის სიმკვრივე.
          ⚖️🔬ამისათვის გამოიყენეს სასწორი, მენზურა და ფორმულა, რომელიც ისწავლეს. 📝გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები შეიტანეს ცხრილში და დაადგინეს ქვის , პლასტილინის სიმკვრივე.
          🧪ასევე შეძლეს დაემზადებინათ მრავალშრიანი კოქტეილი.
          📍მათ უკვე იციან თუ რა კავშირია ნივთიერების აგებულებასა და მის სიმკვრივეს შორის;
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

        • 15.11.2023 08:43
        • ✅V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ჩაატარეს ცდა-ექსპერიმენტი თემაზე: თუ როგორ უნდა გავზომოთ სხეულის მასა -m, მოცულობა - v და სიმკვრივე - p. 🕵️‍♀️🧑‍🔬👩‍🔬
          🧪🔬ექსპერიმენტი მოსწავლეებს დაეხმარა, უფორმო სხეულის მოცულობის დადგენაში, რადგან სხეულის სიმკვრივის გამოთვლისას საჭიროა, სხეულის მასისა და მოცულობის სიდიდეების გაზომვა.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

        • 15.11.2023 08:37
        • IV კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე განიხილეს ზღაპარი ,,Snow white and the seven dwarfs ". 👸🤴💍💐
          მოსწავლეებმა შეისწავლეს უცხო სიტყვები და მოამზადეს პრეზენტაცია (ავტორი, მოკლე შინაარსი, პერსონაჟების აღწერა) და ნახეს ეკრანიზაცია 📚📝
           
        • მეტი
        • 14 ნოემბერი ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა.
        • 14 ნოემბერი ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა.

        • 14.11.2023 13:22
        • ✅14 ნოემბერი ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა.❤
          📖მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათზე ყველასათვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა "ემილის თავგადასავალი" წაიკითხეს და იმოგზაურეს მის თავგადასავლებით სავსე სამყაროში.
           
        • მეტი