სიახლეები

    •  შემეცნებითი შეხვედრა
      • შემეცნებითი შეხვედრა

      • 08.06.2026 13:15
      • ✅სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. 🎓ამჯერად ჩვენს მოსწავლეებს სტუმრად ეწვია პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, GIONFE-ს გენერალური დირექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი — ბაჩო ხუროშვილი.
        📅შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ისეთი ფუნდამენტური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
        📖 განათლება, როგორც მეცნიერება და ინფორმაცია;
        📖 განათლება, როგორც სწავლის შედეგი და უმთავრესი ღირებულება;
        📖 განათლების სახეები: ფორმალური, არაფორმალური და ინფორმაციული განათლება.
        🗣️მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში განათლების როლსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც არაფორმალური და ინფორმაციული სწავლება უხსნის ახალგაზრდებს.
        🗞️📜შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
         
      • 🖇️🔖სკოლა „ერუდიტი“ მადლობას უხდის ბაჩო ხუროშვილს სტუმრობისთვის და საინტერესო დისკუსიისთვის.

      • უკან არტიკლების სიაში