სიახლეები
ბოლო ზარი 2026
- 08.06.2026 13:58
- ყველაზე ხმამაღალი ზარი და ახალი დასაწყისი!


წინ დიდი გზაა — წარმატებები, თითოეულ თქვენგანს!

- მეტი
მორიგი წარმატება!
- 08.06.2026 13:18

მორიგი წარმატება!

სკოლა “ერუდიტის“ XII კლასის მოსწავლემ, თემო გრიგორაშვილმა, წარმატებით ჩააბარა ლიეტუვაში (ქალაქ ვილნიუსში), ISM University of Management and Economics-ში, სადაც სწავლას მარკეტინგის მიმართულებით გააგრძელებს.
ISM ევროპის ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული ბიზნეს უნივერსიტეტია. თემოს ეს მიღწევა მისი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის დამსახურებაა.

- მეტი
კიდევ ერთი დიდი წარმატება!
- 08.06.2026 13:17
კიდევ ერთი დიდი წარმატება! 
სიამაყით გვინდა გითხრათ, რომ სკოლა „ერუდიტის“ მეთორმეტე კლასის მოსწავლემ, ნატალი ალავიძემ, ერთდროულად ორ წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტში მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.
ნატალის მიერ მიღწეული შედეგები მართლაც შთამბეჭდავია:
• University of Debrecen (უნგრეთი) – სწავლას გააგრძელებს ჯანდაცვის მენეჯმენტის (Healthcare Management) მიმართულებით.
• State University of New York at Oswego (აშშ) – მიიღო მიწვევა ამერიკის ერთ-ერთი პრესტიჟული სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი მოსწავლეების მაღალ აკადემიურ მომზადებას, შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას.

- მეტი
შემეცნებითი შეხვედრა
- 08.06.2026 13:15
სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.
ამჯერად ჩვენს მოსწავლეებს სტუმრად ეწვია პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, GIONFE-ს გენერალური დირექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი — ბაჩო ხუროშვილი.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ისეთი ფუნდამენტური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:
განათლება, როგორც მეცნიერება და ინფორმაცია;
განათლება, როგორც სწავლის შედეგი და უმთავრესი ღირებულება;
განათლების სახეები: ფორმალური, არაფორმალური და ინფორმაციული განათლება.
მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში განათლების როლსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც არაფორმალური და ინფორმაციული სწავლება უხსნის ახალგაზრდებს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
- მეტი
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
- 08.06.2026 13:11
სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
სტუმრებმა მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართეს, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ცნობიერების ამაღლებას
ქართული ჯარის როლსა და მის უდიდეს მნიშვნელობაზე
ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და სტაბილურობისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა — მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები ჯარისკაცის პროფესიის, სამხედრო საქმისა და იმ ღირებულებების შესახებ, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ეფუძნება.
- მეტი