სიახლეები

    • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ემოციების კონტროლი"
      • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ემოციების კონტროლი"

      • 29.10.2024 13:02
      • 🎓 II კლასი
        📍 სადამრიგებლო საათი - ემოციების კონტროლი
        🎮 ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, საკუთარი თავებისთვის სხვა კუთხით შეხედვა და კიდევ ერთხელ იმის გააზრება, რომ თავად ფლობენ ყველა “ღილაკს”.
        🗣️ განვიხილეთ, რომ ემოციის მართვა არ ნიშნავს ემოციის არგამოხატვას, მის დათრგუნვას, ან პირიქით, უკონტროლობას. ემოცია არის ჩვენი კომპასი და ის გვეხმარება ჩვენი საზღვრების დაცვაში და ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე, ცხოვრებაში ორიენტაციაში.
        💡 თითოეული საკითხის დეტალურად ჩაშლის შემდეგ, ვისაუბრეთ კონკრეტულად რომელს რისი კოტროლი უჭირს ყველაზე მეტად და, რა თქმა უნდა, მოგვარების გზებიც განვიხილეთ.
        🚀აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ის ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, მეტად თავდაჯერებულები არიან და უადვილდებათ აკადემიური წარმატების მიღწევა.
         
      • 👩‍🏫 დამრიგებელი: მარიამ კოტრიკაძე.

      • უკან არტიკლების სიაში