სიახლეები

    • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
      • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

      • 16.12.2024 08:31
      • ✅III კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები ამოხსნეს. "რამდენი ლარი გქონდა?" "რამდენი ლარი დაგრჩა?" " რა ღირებულების ნივთი შეიძინე?" - კითხვებზე პასუხის გასაცემად შეძლეს უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და ამოხსნა. მიღებული პასუხი კი ეროვნული ფულის მოდელებით - ბანკნოტებით წარმოადგინეს.
        მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს⭐
        აქტივობის მიზანია:
        💥შეძლონ უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად;
        💥მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
        💥მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
         
      • მასწავლებელი : ნანა ხაჩიძე.

      • უკან არტიკლების სიაში