სიახლეები

    • VII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში
      • VII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში

      • 09.12.2021 13:39
      • ✅VII კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეასრულეს კომპლექსური დავალება: “რა შეუძლიათ ლექსებს?”
      •  

        🔷პირველ ეტაპზე კლასი გაეცნო ლექსის კითხვის სტრატეგიებს და თითოეულმა მოსწავლემ სწორედ ამ სტრატეგიების მიხედვით წაიკითხა ქართული პოეზიის რამდენიმე ნიმუში.

        🔶მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა იმსჯელეს პოეზიის დანიშულებაზე, ემოციებისა და ლექსების ურთიერთკავშირზე. გაიხსენეს რითმისა და რიტმის რაობა და ისწავლეს ახალი სალექსო ფორმა-ვერლიბრი.

        🔻მესამე ეტაპზე მათ თავად აირჩიეს თემა და შექმნეს თავისუფალი ლექსი-ვერლიბრი! მოსწავლეებისთვის შემოქმედების პროცესი იყო როგორც სასიამოვნო, ისე ნაყოფიერი .

        პედაგოგი: ნათია სუბელიანი

      • უკან არტიკლების სიაში