სიახლეები

    • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში
      • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში

      • 08.04.2022 12:59
      • ✅IX კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შეასრულეს კომპლექსური დავალება, 👉რომლის მიზანი იყო მართკუთხედის ფორმის ფირფიტისაგან დაემზადებინათ მაქსიმალური მოცულობის საცავი. 🔻მოსწავლეებმა ჩაწერეს ღია ყუთის მოცულობის გამოსათვლელი გამოსახულებები ცვლადების საშუალებით.
      • 🔷განსაზღვრეს რაზეა დამოკიდებული (ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობა) ყუთის მოცულობის მნიშვნელობა, აჩვენეს მიღებული გამოსახულების გამარტივება. მოცულობის და ზედაპირის ფართობის გამოთვლისას მიღებული მონაცემები წარმოადგინეს ცხრილის სახით. ✅მათ უკვე იციან როგორ ხდება სიტუაციის წარმოდგენა ცვლადების, სიმბოლოების, დიაგრამის ან შესაბამისი სტანდარტული მოდელების მეშვეობით, როგორ ხდება ცვლადის შესაბამისობა უცნობ სიდიდესთან და გამოსახულების ჩაწერა.

        ვეხმაურებით მდგრადი განვითარების მე-8 მიზანს: "ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა" და მე-9 მიზანს "მრეწველობა, ინოვაცია,  ინფრასტრუქტურა".

        პედაგოგი: ირმა ლორია

      • უკან არტიკლების სიაში