სიახლეები

      • სადამრიგებლო საათი თემზე: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება

      • 13.11.2025 08:31
      • 📣 თუ გინდათ, რომ გაკვეთილებს შორის, შესვენებაც ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გაიმეორეთ ის ,,ენერჯაიზერები”, რომელთაც III კლასის მოსწავლეები გიზიარებენ: 👇
        🏷️ ,,დიახ ან არა” - მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს, მოსწავლეები ,,დიახ” - ხელის აწევით, ,,არა” - ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.
        👉 მიზანი: მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
        🏷️ ,,სიმართლე თუ ტყუილი” - თითოეული მოსწავლე ჰყვება საკუთარ თავზე ამბავს, დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, სიმართლეა თუ ტყუილი.
        👉 მიზანი: გუნდური ატმოსფეროსა და ურთიერთგაგების ამაღლება.
        🏷️ ,,დაიჭირე ემოცია” - მასწავლებელი ამბობს ემოციას, რომელიც მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ.
        👉 მიზანი: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება.
         
      • 👩‍🏫 დამრიგებელი: მარიამ კოტრიკაძე

      • უკან არტიკლების სიაში