სიახლეები

    • Pearson Edexcel და English Book Education
      • Pearson Edexcel და English Book Education

      • 12.02.2026 10:06
      • ✍🏻🖊️School “ERUDITI”, Pearson Edexcel და English Book Education
        ✅🗓️10 თებერვალს სკოლა “ერუდიტში”, English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 7–12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა Pearson International Level Test.
        📝ტესტირების მიზნია ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავდა სამ ძირითად უნარს: 📖კითხვას (Reading), 🎧მოსმენასა (Listening) და ✍🏻წერას (Writing).
        📚👩‍💻მსგავსი საერთაშორისო შეფასებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის ობიექტურ ანალიზს და 🎩ქმნის მყარ საფუძველს მათი შემდგომი საგანმანათლებლო განვითარების დაგეგმვისთვის.
        📝აღნიშნული ტესტირება სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განსაზღვროს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები და სწავლების პროცესი მოარგოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
        📝ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასებები ამყარებს სკოლის საგანმანათლებლო სტრატეგიას და ხაზს უსვამს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებას ხარისხზე, განვითარებასა და გლობალურ აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაციაზე.
      • უკან არტიკლების სიაში