სიახლეები
X კლასის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
- 08.06.2026 12:29
სკოლა „ერუდიტის“ X კლასის მოსწავლის წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
სკოლა „ერუდიტის“ მე-10 კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბოხაშვილმა,
2026 წელს მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაში — NHSMUN.


ნიუ-იორკში ჩატარებული ახალგაზრდული დიპლომატიური ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას,
სადაც მონაწილეები იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას როგორც ინდივიდუალური,
ასევე გუნდური უნარების განვითარების მიმართულებით.

კონფერენციაში დელეგატად მონაწილეობა ბარბარე ბოხაშვილისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პიროვნული ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.

სკოლა „ერუდიტი“ ულოცავს ბარბარეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და უსურვებს მომავალშიც წარმატებებს, 
ახალი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო გამარჯვებებისკენ მიმავალ გზაზე- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები