სიახლეები

    • ჯანმრთელობის მსოფლიო დღე !
      • ჯანმრთელობის მსოფლიო დღე !

      • 08.06.2026 12:42
      • ✅ვაგრძელებთ ჩვეულ ტრადიციას და მშობლებთან თანამშრომლობის მიზნით, 🎓🎓მათ აქტიურად ვრთავთ სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად. ‼️ჩვენ ერთად ვემსახურებით საერთო მიზანს.
        ✅🗓️დღეს სკოლა „ერუდიტში“ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
        🩺🏥ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოსწავლეებს ესტუმრა ჩვენი სკოლის მშობელი, 🥼🩺ექიმი თერაპევტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ✍🏻თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ქალბატონი ნანა კინწურაშვილი, რომელმაც საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა მათ.
        👩‍⚕️🥼შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა პირველადი დახმარების შესახებ, გაეცნენ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში სწორად მოქმედების წესებსა და პრიორიტეტებს, ისწავლეს, 📑🩻როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მარტივი, მაგრამ დროული რეაგირებით.
        ✅შეხვედრა იყო ინტერაქციული - სტუმარმა პრაქტიკულად აჩვენა პირველი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ⛑️რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
        🩻📑‼️მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში პასუხისმგებლობის, ყურადღებისა და ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებას.
         
      • 💚მადლობას ვუხდით ქალბატონ ნანას საინტერესო შეხვედრისთვის.

      • უკან არტიკლების სიაში