სიახლეები
„რა? სად? როდის?“ - ფინალი.
- 08.06.2026 12:49


საინტერესო შეკითხვები, წამზომის ხმა და დაძაბული წუთები - ასეთი იყო „რა? სად? როდის?“ ფინალი. 
ფინალური ეტაპი ემოციური და დაძაბული აღმოჩნდა, სადაც გუნდებს შორის ქულების სხვაობა მინიმალური იყო.


საბოლოოდ, გამარჯვებულის ტიტული და დამსახურებული
„ბუ“ XI კლასის გუნდმა მოიპოვა!

ვულოცავთ მეთერთმეტეკლასელებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს საინტერესო თამაშისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებს:
სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს - გივიკო ლეფსვერიძეს და თვითმმართველობის წევრებს - 
ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების უნაკლოდ მართვისთვის;
ისტორიის პედაგოგს - სანდრო ცუცქირიძეს - საინტერესო კითხვებისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის.

- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები