სიახლეები

    • კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს!
      • კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს!

      • 08.06.2026 13:08

      • ✅კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს! ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლე, ანა ანდღულაძე სწავლას ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში — ESCP Business School-ში, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს!
        📖განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ანამ მოიპოვა — 26,037 ევროს ოდენობის დაფინანსება და თავის სტუდენტურ ცხოვრებას დიდი ბრიტანეთში, ლონდონის კამპუსში დაიწყებს!🇬🇧🇬🇧
        🎓ESCP Business School მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი ბიზნესსკოლაა, რომლის კურსდამთავრებულებიც გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ლიდერებად გვევლინებიან. 💫ანას ეს გამარჯვება მისი დაუღალავი შრომის, ნიჭისა და მიზანდასახულობის დამსახურებაა.
        🫶🏻სკოლა „ერუდიტი“ ულოცავს ანა ანდღულაძეს ამ ბრწყინვალე მიღწევას!
         
      • წარმატებები სტუდენტურ ცხოვრებაში, ანა!🎓✨🇬🇧

      • უკან არტიკლების სიაში