
სკოლა „ერუდიტში“ კიდევ ერთი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

ამჯერად ჩვენს მოსწავლეებს სტუმრად ეწვია პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა დოქტორანტი, ლექტორი, GIONFE-ს გენერალური დირექტორი და ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი — ბაჩო ხუროშვილი.

შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა ისეთი ფუნდამენტური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა:

განათლება, როგორც მეცნიერება და ინფორმაცია;

განათლება, როგორც სწავლის შედეგი და უმთავრესი ღირებულება;

განათლების სახეები: ფორმალური, არაფორმალური და ინფორმაციული განათლება.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამედროვე სამყაროში განათლების როლსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც არაფორმალური და ინფორმაციული სწავლება უხსნის ახალგაზრდებს.


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.