სიახლეები

    • VI კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში
      • VI კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში

      • 14.04.2022 11:44
      • ✅VI კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება: დღეს ისინი არქიტექტორები იყვნენ და განახორციელეს პროექტი ორი ძმის დაკვეთით, რომელთა მფლობელობაშია ორი ნაკვეთი და ერთი სახლი.
      • 📌ძმების დაკვეთით, მეორე სახლი უნდა ყოფილიყო არსებული სახლის სიმეტრიული გზის მიმართ; ✔️ასევე, უნდა დახმარებოდნენ ძმებს შიდა სივრცის დაგეგმარებაში: უნდა დაეხაზათ გეგმა; დაეთვალათ ფართობი, მასშტაბი და ა.შ.

        🟦🟩 მოსწავლეები შეფასდნენ კრიტერიუმებით: ნახაზის შესრულება(2ქ), გამოთვლების შესრულება(2ქ), პრეზენტაცია(2ქ), უპასუხა კითხვებს(2ქ), ორიგინალურია(1ქ) და პატივს ცემს სხვის აზრს(1ქ);

        პედაგოგი: ირმა ლორია

      • უკან არტიკლების სიაში