სიახლეები

    • IX კლასის კომპლექსური დავალება ისტორიაში
      • IX კლასის კომპლექსური დავალება ისტორიაში

      • 04.11.2021 11:51
      • IX კლასის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე, კომპლექსური დავალების ფარგლებში  წარმოადგინეს ანალიტიკური სტატიები, რომლითაც განიხილეს ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან სახელმწიფოს გაუქმებამდე.

      • ჯგუფურად და ინდივიდუალურად შექმნეს სტატიები. საზოგადოების სამ ფენას დაუსვეს 4 შეკითხვა სახელმწიფოს პოლიტიკისა და პირადი მდგომარეობის შესახებ. მოსწავლეებმა გლეხების, ვაჭრებისა და თავადების პოზიციები ჩამოაყალიბეს და წარმოადგინეს ქართლ-კახეთის მოსახლეობის განწყობები, ინტერესები და პრობლემები. ასევე შეფასდა რუსეთის იმპერიის მიზნები და მოსახლების სამივე ფენის დამოკიდებულება ქართლ-კახეთის ანექსიასთან დაკავშირებით. განიხილეს აღნიშნული პერიოდის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური პრობლემები და იმპერიათა ინტერესები, რითაც დააფიქსირეს ეპოქის ფაქტობრივი და გააზრებული ცოდნა.

        პედაგოგი: აკაკი სტურუა

      • უკან არტიკლების სიაში