სიახლეები

    • გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში
      • გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში

      • 19.10.2023 13:35
      • 🖇️ II, III და IV კლასის მოსწავლეების გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში.
        🖇️ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - ,,ქართული ანბანის საიდუმლო”, რაც გულისხმობდა სასკოლო პროგრამისთვის ადაპტირებულ სამუზეუმო ვორქ-შოპს.
        🖇️ მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ.
        🖇️ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ იაკობ გოგებაშვილის დედაენის და ანბანის ფერადი ნიმუშების დახმარებით უფრო სახალისოდ და საინტერესოდ შეესწავლათ წერის საფუძვლები.
         
      • 🖇️ აგრეთვე, პროგრამა პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, - მოსწავლეებმა იმუშავეს მხატვრული მხედრული ასოების ნიმუშებზე. მიიღეს მონაწილეობა გონების სავარჯიშოში, სადაც მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები.
        👩‍🏫 პედაგოგები - მარიამ კოტრიკაძე და ნათია ჯალაღონია.

      • უკან არტიკლების სიაში