სიახლეები

    • V კლასის კომპლექსური დავალება მუსიკაში
      • V კლასის კომპლექსური დავალება მუსიკაში

      • 11.11.2021 09:56
      • ✅მუსიკის გაკვეთილებზე V კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს მუსიკის გამომსახველობითი ხერხები (მელოდია, ჰარმონია, რიტმი, ტემპი)
      •  🔻გაეცნენ კლასიკური მუსიკის ნიმუშებს, სიმებიანი და სასულე საკრავების სახეობებს. 🔷შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება. 🎼მოუსმინეს მუსიკალურ ფრაგმენტს კ. დებიუსის ,,სირინოზებს". ✅ იმსჯელეს კომპოზიციის ჟანრზე, ხასიათზე, გამომსახველ ხერხებზე, პარალელები გაავლეს ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებზე შესწავლილ მითოლოგიურ პერსონაჟებთან, შემდეგ კი დახატეს მათი პორტრეტები.

        პედაგოგი: თინათინ ივანიშვილი

      • უკან არტიკლების სიაში