სკოლა „ ერუდიტში“ გრძელდება არჩევითი საგნის „ მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლება, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსთან/ JAGeorgia“ თანამშრომლობით
- 30.10.2023 08:42
- სკოლა „ ერუდიტში“ გრძელდება არჩევითი საგნის „ მეწარმეობის საფუძვლები“ სწავლება, „ჯუნიორ ეჩივმენთ საქართველოსთან/ JAGeorgia“ თანამშრომლობით.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჩამოაყალიბონ ე.წ. „მოსწავლეთა კომპანიები“ და მართვის მაგალითზე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს;
აღნიშნული სწავლების მიზანია:
ბიზნესისა და ეკონომიკის საბაზისო საფუძვლების შესწავლა მოქმედებაში (პრაქტიკაში);
მოსწავლეებისთვის მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
განათლების მიღების მოტივაცია და საერთო პროფესიული უნარების განვითარების სტიმულირება;
პირობების შექმნა პიროვნული, საქმიანი და ლიდერული თვისებების განვითარებისთვის;
ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა
საგანმანათლებლო პროცესში და სხვა;
მოსწვალეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სკოლა „ერუდიტის“ 2022-2023 სასწავლო წლის წარმატებულმა მოსწავლეთა მინი კომპანია ლუპი.Lupi -ს წარმომადგენლებმა X კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს და გაუზიარეს მიღებული გამოცდილება; ისაუბრეს იმ ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ მნიშველობაზე, რაც ამ პროგრამის ფარგლებში შეიძინეს.
- მეტი
VII კლასის მოსწავლეების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 27.10.2023 11:17
VII კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
Საკუთარი ინტერპრეტაციით და
ბუნებრივი ფოთლებით, შექმნეს სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები.
პედაგოგი: ხათუნა თეთრაშვილი- მეტი
გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში
- 26.10.2023 13:44
I და V კლასის გასვლითი ღონისძიება ხელოვნების სასახლეში.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებო პროგრამაში ,,კანფეტების ისტორია”.
- მეტი
სტუმრად კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში
- 25.10.2023 09:42
ფიზიკა სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან ერთად შეისწავლის გარემომცველი სამყაროს თვისებებს.
მის ერთ-ერთ თემას წარმოადგენს მატერიის აგებულების შესწავლა.
გამოყოფენ მატერიის ორ სახეს —ნივთიერებასა და ფიზიკურ ველს.
XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ კოსმოსური სხივების ლაბორატორიაში, აქ გამოჩნდა მათი სამეცნიერო პრობლემატიკაში ორიენტირების უნარი, რომ კოსმოსური სხივები ელექტრულად დამუხტულია, რომ მასზე მოქმედებს დედამიწის მაგნიტური ველი.
- მეტი
II კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ინგლისურ ენაში
- 25.10.2023 09:40
II კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე დამოუკიდებლად იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე.
"I'm a clever painter"
ნახატის შესაქმნელად მათ სიტყვები დამარცვლეს, წაიკითხეს და ფერები გამოიცნეს.
- მეტი