I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 10.11.2023 10:20
I კლასი
მოსწავლეებმა საანბანო პერიოდის დაწყებასთან ერთად, დაიწყეს ილუსტრირებულ ანბანზე მუშაობა:
ამოჭრეს წიგნში მოცემული ბარათები, დააწებეს ფურცლებზე და შეუსაბამეს მათ მიერ დახატულ ნახატებს.
პლასტელინის დახმარებით გამოძერწეს შესწავლილი ასოები ,,ი” და ,,ა” და მიიღეს სიტყვა ,,ია”.
აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას.
- მეტი
შეხვედრების ციკლი თემაზე - "ვინ ვარ მე?"
- 09.11.2023 13:28
სკოლა “ერუდიტის” აქტიური მშობლის, არტთერაპევტ, ქოუჩ ქალბატონ ნინო ძოწენიძის , ინიციატივით, ჩვენი სკოლის უფროს კლასელებისთვის დაიწყო შეხვედრების ციკლი თემაზე -“ ვინ ვარ მე?”
აღნიშნული კურსის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში.
- მეტი
III კლასის მოსწავლეების პრეზენტაციები თემაზე - ,,ჯანსაღი ცხოვრება”.
- 09.11.2023 10:18
III კლასი
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე - ,,ჯანსაღი ცხოვრება”.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოიძიეს ინფორმაცია ,,სწორი კვების თეფშის” შესახებ.
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეთავისებინათ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა და გაეაქტიურებინათ ინფორმაციის დამოუკიდებლად კვლევა-ძიების უნარი.
- მეტი
დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.
- 08.11.2023 11:34
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.”
დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა.- მეტი
გასვლითი გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
- 08.11.2023 08:36
სკოლა ,,ერუდიტის" მე-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში.
მოსწავლები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლებული პოეტის შემოქმედებას.
პროექტის „აივნებიანი ქალაქის“ ფარგლებში ,,იმოგზაურეს" მე- 19 საუკუნის თბილისში, გაეცნენ მაშინდელ სალონურ ცხოვრებას, ვიზუალური მასალის გამოყენებით ნახეს, როგორ იქცა ბანიანი ქალაქი ეტაპობრივად ჭრელ და ფერად ქალაქად, პარალელები გაავლეს ძველსა და ახალ პროფესიებს შორის.
- მეტი