სიახლეები
III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:31
III კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები ამოხსნეს. "რამდენი ლარი გქონდა?" "რამდენი ლარი დაგრჩა?" " რა ღირებულების ნივთი შეიძინე?" - კითხვებზე პასუხის გასაცემად შეძლეს უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და ამოხსნა. მიღებული პასუხი კი ეროვნული ფულის მოდელებით - ბანკნოტებით წარმოადგინეს.
მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს
აქტივობის მიზანია:
შეძლონ უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად;
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
მასწავლებელი : ნანა ხაჩიძე.
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები