

School “ERUDITI”, Pearson Edexcel და English Book Education


10 თებერვალს სკოლა “ერუდიტში”, English Book Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, 7–12 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა Pearson International Level Test.

ტესტირების მიზნია ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც მოიცავდა სამ ძირითად უნარს:

კითხვას (Reading),

მოსმენასა (Listening) და

წერას (Writing).


მსგავსი საერთაშორისო შეფასებები ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური პროგრესის ობიექტურ ანალიზს და

ქმნის მყარ საფუძველს მათი შემდგომი საგანმანათლებლო განვითარების დაგეგმვისთვის.

აღნიშნული ტესტირება სკოლას აძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განსაზღვროს მოსწავლეთა ენობრივი კომპეტენციები და სწავლების პროცესი მოარგოს თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

ამავდროულად, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული შეფასებები ამყარებს სკოლის საგანმანათლებლო სტრატეგიას და ხაზს უსვამს სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებას ხარისხზე, განვითარებასა და გლობალურ აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაციაზე.