სიახლეები

    • საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან
      • საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან

      • 19.02.2026 09:13

      • ✅სკოლა „ერუდიტში“ გაიმართა საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი-ის წარმომადგენლებთან. 🎩უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს უმაღლესი განათლების თანამედროვე ტენდენციები, 📝სასწავლო პროგრამები და 🖊️ის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტები, რომლებსაც უნივერსიტეტი წარმატებით ახორციელებს. ✍🏻შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ შესაძლებლობებს, სტუდენტურ აქტივობებს, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და პროფესიული განვითარების პერსპექტივებს. 🗓️👩‍💻სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე, სასწავლო გარემოსა და სტუდენტების მხარდამჭერ მექანიზმებზე. 👩‍🎓👨‍🎓მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სასწავლო მიმართულებებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.
        📚🖊️სკოლა „ერუდიტი“ მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და იმედოვნებს, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება მოსწავლეების პროფესიული ორიენტაციისა და ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.
      • უკან არტიკლების სიაში