სიახლეები

    • ტრენინგი „IRT Tests Creators“
      • ტრენინგი „IRT Tests Creators“

      • 19.05.2025 10:48
      • ✅1-11 აპრილის ჩათვლით, სკოლა „ერუდიტის“ ხარისხის მართვის მენეჯერი, ირმა ლორია, ესწრებოდა ტრენინგს „IRT Tests Creators“. ტრენინგის მიზანი იყო თანამედროვე თეორიის (IRT) გამოყენებით, ეროვნული შეფასებების ფარგლებში დავალებების შექმნა.
        📍ტრენინგს ხელმძღვანელობდა ამერიკელი განათლების ექსპერტი, ედუარდო კასკალარი (Eduardo Cascallar), რომელიც ცნობილია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე მუშაობით.
        📝მონაწილეებმა შეისწავლეს:
        როგორ შექმნან დავალებები, რომლებიც შეესაბამება სტატისტიკურ მოდელს,
        როგორ დაიცვან ტესტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული თითოეული დავალების სირთულის და კოგნიტური დონის პარამეტრები,
        როგორ უზრუნველყონ სანდო და ვალიდური შეფასება,
        დავალების მახასიათებლების (3PL) საშუალებით: სირთულე (b), დისკრიმინაცია (a), გამოცნობა (c).
      • უკან არტიკლების სიაში